Politiciens et élections, Votez librement et participez à la démocratie, Votez pour le changement, Référendum en ligne
Davit Kezerashvili

დავით კეზერაშვილი ოპერის თეატრისთვის იზრუნებს

Davit Kezerashvili 47%

 

საზოგადოებრივ მაუწყებელზე მაესტრო ხათუნა გოგორიშვილის გამოჩენის შემდეგ ქართულ პოლიტიკაში საოცრებები გრძელდება. საზოგადოებრივ მაუწყებელზე დირიჟორის ამპლუის მორგების შემდეგ ხათუნა გოგორიშვილი იმდენად მოიხიბლა ხელოვნებით, რომ არც დაუმალავს, დირიჟორის პროფესიის დაუფლებას პროექტ „მაესტროს“ დასრულების შემდეგაც ვაპირებო. გოგორიშვილის შემდეგ სხვა „ნაციონალებსაც“ მოეძალათ ხელოვნების სიყვარული. კერძოდ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი „ოპერის მეგობართა ფონდის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. 

დავით კეზერაშვილისა და ოპერის სახელების გადაკვეთამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია: ზოგიერთებმა ეს ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების სახელისუფლო კანდიდატურით ჩანაცვლებად აღიქვეს, რადგან, როგორც ცნობილია, ოპერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ფონდი „ქართუ“ აფინანსებს, რომლის დამფუძნებელიც ბიძინა ივანიშვილია. ზოგიერთებისთვის კი დავით კეზერაშვილის „ოპერის მეგობართა ფონდში“ გამოჩენა ლამის მითოსად ქცეული ლაზიკის თემის გაგრძელებაა. კითხვები მრავალგვარია, რატომ და როგორ გადაწყვიტა დავით კეზერაშვილმა ოპერის ქომაგობა? თავად ყოფილი თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ შეთავაზება ოპერის გენერალური დირექტორის დავით საყვარელიძისგან მიიღო და იგი, როგორც ამჟამად მოქმედი ბიზნესმენი, ამ წინადადებას დასთანხმდა. 

„თავდაცვის უწყება წარსულს ჩაბარდა, დღესდღეობით მე ვარ ბიზნესში, უკვე სამი წელია. ეს იდეა გაჩნდა, დავეხმაროთ ოპერას. როგორც ერთ-ერთი რიგითი ბიზნ. სმენი, ვაპირებ ამაში მივიღოთ მონაწილეობა,“ - აცხადებს დავით კეზერაშვილი. 

...

 

 

მარიამ ლოლაშვილი

20.12.2011

წაკითხვა სრული სტატია: www.presage.tv

25.04.2012


pacman -
Marquerno spam

ElectionsMeter n'assume aucune responsabilité pour le contenu des arguments. S'il vous plaît contactez l'utilisateur ou l'auteur des commentaires. Chaque argument sur ElectionsMeter doit contenir le nom de l'auteur et le référence à la source originale du texte. Les utilisateurs devraient être conscients de la loi sur la protection du droit d'auteur. S'il vous plaît lire policy du site.

Retour au sondage: > Georgia > Politiciens > Davit Kezerashvili
 
load menu